ევროკომისია პანდემიის შემდეგ საკუთარი შენობების ნახევარს დახურავს და სახლის ოფისის პრაქტიკას შეინარჩუნებს

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

ევროპის კომისია ბრიუსელში 2030 წლისათვის საკუთარ 50 ოფისს დახურავს, რომ საოფისე შენობები გააერთიანოს და პანდემიის შემდეგ ნებას დართავს სახლებიდან იმუშაონ – ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანს ხანმა თქვა – “პოლიტიკო” წერს. მისი სიტყვებით, ევროკომისია “შესამჩნევად შეამცირებს შენობების რაოდენობას მომდევნო 10 წლის განმავლობაში” ევროკავშირის დედაქალაქში. ხანის ინფორმაციით, “2030 წლამდე გრძელვადიანი მშენებლობა
მიმართულია იქითკენ, რომ კომისია უფრო მეტად ეკოლოგიური გახდეს შენობებში ემისიის შემცირების ხარჯზე და “მეტად ციფრული”, სახლში სამსახურის შენარჩუნების სტანდარტული პრაქტიკის დამკვიდრებით.

ოფისების დახურვის შემდეგ კომისიის შენობების საერთო ფართობი მხოლოდ 25%-ით შემცირდება 780 ათასი კვადრატული მეტრიდან 580 ათას კვადრატულ მეტრამდე.

banner
წინა სტატიაში26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს