ევროკომისია ჯაშუშური პროგრამა “პეგასუსის” გამოყენების გამო გამოძიებას დაიწყებს

ევროპის კომისიამ გადაწყვიტა ევროკავშირში ჟურნალისტებზე პროგრამა “პეგასუსით” შესაძლო თვალთვალის გამო გამოძიება დაიწყოს.
“ჩვენ ინფორმაციის შეგროვებას ვიწყებთ, რომ ვნახოთ, როგორია მსგავსი პროგრამის გამოყენების ალბათობა ერთ-ერთი წევრ ქვეყანაში. ჩვენ მედიაში ვნახეთ ამასთან დაკავშირებით კომენტარი” – იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა თქვა. მან დაამატა, რომ სამუშაოს კოორდინაციას საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატი გაუწევს, რომელიც ვადებული იქნება სასამართლო და მონაცემთა დაცვის ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, “Amnesty International”-მა და 17-მა მედია-ორგანიზაციამ კვირას გაავრცელა, რომ მინიმუმ ათი მთავრობა იყენებდა სათვალთვალო პროგრამას ჟურნალისტების, იურისტების, ბიზნესმენებისა და მთავრობის პირების ტელეფონების მოსასმენად.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ზოგიერთი დავის საქმეები სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები “ლინჩის წესით გასამართლება იყო