ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ამის შესახებ euronews ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან, კრისტრუნ ფროსტადოტირთან შეტყობინებები გაცვალა.
„ორივე ლიდერმა გამოთქვა სურვილი, გააგრძელონ ევროკავშირსა და ისლანდიას შორის ურთიერთობების გაძლიერება. პრეზიდენტმა კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი სრულად სცემს პატივს დღევანდელ რეფერენდუმზე ისლანდიელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ისლანდია ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორად რჩება“, – აღნიშნა სპიკერმა.
ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 52.8%-მა, ხოლო 47.2%-მა მოლაპარაკებების განახლებას დაუჭირა მხარი.
















