8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, გაძლიერებულად შეამოწმონ საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრის კვეთისას

ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, გაძლიერებულად შეამოწმონ საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრის კვეთისას.

ეს რეკომენდაცია მოჰყვა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.
„ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, გაძლიერდეს კონტროლი საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც კვეთს ევროკავშირის გარე საზღვრებს: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გამოიყენონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნით მოგზაურობისას. ამ წესის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

წევრმა ქვეყნებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდება ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS), შენგენის საინფორმაციო სისტემა (SIS) და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლის/გასვლის სისტემა (EES), რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად ინერგება ევროკავშირში, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით მექანიზმს ითვალისწინებს“, – აცხადებს ევროკომისია.

banner
წინა სტატიაშისენაკში, ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – დაშავდა ორი პირი
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთს უკრაინული ბანკის შვიდი თანამშრომლის მძევლად აყვანაში ადანაშაულებს