ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის – ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით.

მინისტრმა განაცხადა, რომ დასაფასებელია, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის.

„ამჟამად ევროკომისია განიხილავს ამ აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი. თუმცა ჩვენ დიდად ვაფასებთ ყველაფერ იმას, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის. ასევე დიდად ვაფასებთ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც გვაქვს ფინეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გააძლიერა რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირსა და თქვენს რეგიონს შორის“, – განაცხადა პეკა ჰაავისტო​მ.

banner
წინა სტატიაშითუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ან არ ხედავს ქვეყნის მთავარ პრობლემას არაფორმალური მმართველობის სახით, მთელი მისი გამოსვლა ყოველგვარ აზრს და ძალას კარგავს – ვაშაკიძე
შემდეგი სტატიააშშ უკრაინისთვის დამატებით $1 მლრდ ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს – ოსტინი