ევროკომისია ევროპელი ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე აშშ-ისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

ევროკომისია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და შტატების გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს.

აშშ-ის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ, – აცხადებს ევროკომისია.

ევროკომისია ხუთი ევროპელი პირისთვის, მათ შორის ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიულ სამყაროში აშშ-სთან გაზიარებულ საერთო დემოკრატიულ ღირებულებას წარმოადგენს.

ჩვენი ციფრული წესები ყველა კომპანიისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ გარემოს უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიორ თვიანი წინასწარი პატიმრობა თამარ მეარაყიშვილს – ოკუპირებული ცხინვალის გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიასაპატრულო ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 342.211 მლნ ლარზე მეტია