ევროკომისია ერდოღანს პასუხობს

ერდორანმა პუტინს ბოდიში მოუხადა

ევროკომისია უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებას ევროკავშირის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების შესახებ. როგორც ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის შინასმა განაცხადა, ევროკავშირმა უკვე გამოუყო თურქეთს 740 მილიონი ევრო მიგრანტების დასახმარებლად. მისი თქმით, თვის ბოლოს ბრიუსელი ანკარას დაპირებული 2,1 მილიარდი ევროდან 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანული ტელეკომპანია ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი მიგრაციული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ერდოღანის თქმით, დაპირებული სამი მილიარდი ევროდან ევროკავშირმა თურქეთს მხოლოდ ერთი-ორი მილიონი გამოუყო. როგორც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, თურქეთმა მიიღო 2,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი, რაც ქვეყნის ბიუჯეტს თითქმის 11 მილიარდი ევრო დაუჯდა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის მიხედვით , 2012 წლის არჩევნების შემდეგ 51% – მდგომარება არ შეცვლილა, ხოლო 17% – უკეთესად
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : გიორგი პაპუაშვილს სურს მანდატის ამოწურვამდე თავი დაგვამახსოვროს