ევროკომისია 300 მილიონ დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე კონტრაქტს ხელს მოაწერს

region
ავტ.: region ნოემბერი 9, 2020 20:44

ევროკომისია 300 მილიონ დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე კონტრაქტს ხელს მოაწერს

ევროკომისია ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს. საუბარია იმ ვაქცინაზე, რომლის კლინიკურმა ტესტირებამ 90 %-იანი დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„კარგი ახალი ამბავი გვაქვს კომპანია „Pfizer“-დან და „BioNTech Group“-დან კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მათ მიერ ჩატარებული უკანასკნელი კლინიკური გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით. ევროპული მეცნიერება მუშაობს! ევროპული კომისია მალე მოაწერს მათთან კონტრაქტს ხელს 300 მილიონ დოზაზე. მანამდე კი მოდით, განვაგრძოთ ერთმანეთის დაცვა“, – წერს „ტვიტერში“ ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BBC-ის თანახმად, კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს.

region
ავტ.: region ნოემბერი 9, 2020 20:44