ევროკომისარი უკრაინას კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის კომისამაი იოჰანეს ჰანმა, რომელიც პარასკევს, 9 ნოემბერს უკრაინას სტუმრობდა, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროსმანს ევროკავშირში უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ მოხსენება გადასცა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰანმა უკრაინის მთავრობასთან შეხვედრაზე მათ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიის წინააღმეგობის გამო.

თვითონ ჰანმა საკუთარ “ტვიტერში” დაწერა, რომ ევროკავშირი “მხარს უჭერს უკრაინის არჩევანს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ”, მან ასევე, გამორიცხა, რომ ბრიუსელი დონესკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს.
ხანმა უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან არტიომ სიტკინთან საუბარში აღნიშნა, რომ მართალია სიტკინის უწყება კარგად მუშაობს, მაგრამ ქვეყნის სხვა ანტიკორუფციული ინსტიტუტები გააკრიტიკა და კიევს მოუწოდა ანტიკორუფციულმა სასამართლომ სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა, რომ სიტკინის უწყების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე გამოძიებები დაიწყოს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში“ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად”- ივანიშვილი საპატრიარქოში
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქე საბაჟოზე ძვირადღირებული სუნამოების უკანონოდ გადატანისთვის პასუხისგებაშია მიცემული