ევროკომისარი ოპოზიციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ მიდგომებზე საუბრობს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის გამჭვირვალობა უზრუნველყოს. როგორც ნილს მუჟნიეკსის ანგარიშშია საუბარი “კომისარს აცნობეს, სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის კუთხით არაერთ შემაშფოთებელ ფაქტორთან დაკავშირებით”.
მუჟნიეკსიმ მოუწოდა საქართველოს მთავრობას “უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევის, დანიშვნისა და გადაცემის გამჭვირვალობა“.

ამასთან, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული მიდგომების გამო ოპოზიციის წევრების მიმართ.
ანგარიშში საუბარია ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად შესრულებაზე. ამ კონტექსტში კომისარი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შექმნას საჭირო პირობები.
ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ გიული ალასანიას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიამეცნიერებმა ფრედი მერკურის ხმის საიდუმლო ამოხსნეს