ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი დროშის დაწვაზე: პრემიერისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა

ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა – ამ განცხადებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დახევის ფაქტს გამოეხმაურა.

მან ამ თემაზე “მთავარი არხის” შეკითხვას უპასუხა:

“არანაირი ფაქტი ვანდალიზმისა და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში სამართლის წინაშე მთელი ძალით წარსდგება.

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით ეს არის მნიშვნელოვანი”,- ამბობს ოლივერ ვარჰეი ევროკომისარი.

banner
წინა სტატიაშიოლივერ ვარჰეი – ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას- ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ გასულ წელს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ვარჰეის: თქვენი ინიციატივა, რომელიც შეეხება 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფას საქართველოსთვის, შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავებაში