18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ევროკომისარი: მიმდინარე ომმა, შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს

ირანში მიმდინარე ომმა, შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს, – აღნიშნულ საკითხზე განცხადება ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასმა გაავრცელა.

მისი თქმით, ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო შექმნილმა სიტუაციამ, შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვიოს.

ევროკომისრის განმარტებით, საწვავის მარაგი ამჟამად საკმარისია და აეროპორტების 80%-ზე მეტი დეფიციტს არ აფიქსირებს, თუმცა, ფასები ორჯერ მეტად გაიზარდა, რამაც ბევრი ავიაკომპანია აიძულა გააუქმოს რეისები, რომლებიც ომამდეც კი ეკონომიკურად მაინცადამაინც გამართლებული არ იყო.

აპოსტოლოს ციციკოსტასი აცხადებს, რომ თუ ბლოკადა გაგრძელდება და გამოსავალი არ მოიძებნება, ივნისის შემდეგ შესაძლოა დეფიციტი წარმოიშვას.

„სიტუაცია ხელსაყრელი არ არის“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან ყოველდღიურად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთი საწვავის მარაგების შესახებ. ევროკომისრის განმარტებით, თუ ივნისის შემდეგ დეფიციტი წარმოიშობა, ეს მარაგები შეიძლება მიზნობრივად გამოიყენონ.

banner
წინა სტატიაშივიკა ფილფანი: საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე ფიქრობენ როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, როგორ იყიდონ წამალი
შემდეგი სტატიაზურაბ პატარაძე: თუ რომელიმე თანამდებობის პირი საქმეს ვერ გაართმევს თავს, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული