ევროკომისარი იოჰანეს ჰანი განცხადებას ავრცელებს

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი განცხადებას ავრცელებს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროკომისარი ასახელებს იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ ასოცირების შეთანხმებისგან უკვე მიიღო. იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებით საქართველოsა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ სარგებელს მოუტანს.

“ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად შეძლებენ სარგებლის მიღებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისგან. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი ბიზნესშესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გაუმჯობესებული უსაფრთხოება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, სადაც ჩვენ შეთანხმების დროებითი გამოყენების შედეგად უკვე დავინახეთ იმედისმომცემი ნიშნები, რაც ახლა შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. ნება მიბოძეთ, მოვუწოდო საქართველოს, სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება – დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად – რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად”, – ნათქვამია იოჰანეს ჰანის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიყარაბაღელი ბებო ავტომატით-ეს მათთვის ვინც საუბრობს სავალდებულო სამსახურის გაუქმება-არ გაუქმებაზე
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:ლევან შონიას ციფრები 14 17+1 რამეს ეუბნება ?!