ევროკავშირთან ინტეგრაცია არის ის სურვილი და ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა ძალიან დიდი ხნის წინ – სეფაშვილი

„ევროკავშირთან ინტეგრაცია არის ის სურვილი და ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა ძალიან დიდი ხნის წინ და ის არჩევანი, რომელსაც დღესაც ერთგულებს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ევროპასთან ინტეგრაციის მარტო სურვილი საკმარისი არ არის. ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“, – განაცხადა სახელისუფლებო გუნდის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური მოხსენება გააკეთა.
დეპუტატის ინფორმაციით, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველომ მთელი რიგი დათქმები უნდა შეასრულოს.

„დარწმუნებული ვარ, ყველა უწყება, ყველა ინსტიტუტი, საჯარო მოხელე თუ პოლიტიკოსი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველომ ღირსეულად და პირნათლად შეასრულოს ეს დათქმები. თუმცა, მხოლოდ სტატუსის მოპოვება, ასევე, არ არის საკმარისი. რეფორმები უნდა გაგრძელდეს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით, ეკონომიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში განვითარებული გლობალური მოვლენების ნეგატიური გავლენების მიუხედავად, ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლები, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს, შთამბეჭდავია.

„როგორია სამთავრობო გუნდის მოლოდინი და გეგმები ეკონომიკის ზრდის დინამიკის შენარჩუნების თვალსაზრისით?” – კითხვით მიმართა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. წინათ მე დაგისვით კითხვა: თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი: ვის ემსახურებით. დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალს!
შემდეგი სტატიაკიევში რომ ჩასულიყავით, არახამიას დალაპარაკებოდით, გუნდის წევრებს 308 ევროპარლამენტართან გქონოდათ შეხვედრა, ეს ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარებოდა? – რაქვიაშვილი