ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში – შამუგია

„აღებული ვალდებულების ფარგლებში, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის ტყის კოდექსი, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი. ეს არის ის კანონმდებლობები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ასევე, რამდენიმე კანონპროექტი გვაქვს მზად, ეს არის ბიომრავალფეროვნების შესახებ და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტები, დღეს პარლამენტი აქტიურად იხილავს წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტროს” ეთერში განაცხადა.
როგორ მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებები და რეფორმები, რომლებიც სამინისტროს დაგეგმილი აქვს, გამოწვევაა აღსრულების ნაწილში.

„სწორედ ამიტომ, საჭიროა შესაძლებლობების გაძლიერება ყველა მიმართულებით, ეს იქნება გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, თუ ეროვნული სატყეო სააგენტო. სამინისტრო აქტიურად მუშაობს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, რათა არსებობდეს ახალი კანონმდებლობების აღსრულების შესაბამისი მექანიზმები, შესაბამისი მონიტორინგი და კონტროლი“, – აცხადებს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი მხარდაჭერა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს
შემდეგი სტატიატვერში, თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა