ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 50% სრულად ვაქცინირებულია

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი სრულებით ვაქცინირებულია – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გაავრცელა. “ახლა ევროკავშირის ზრდასრული მოსახელობის ნახევარზე მეტი სრულად ვაქცინირებულია! იმისათვის, რომ ვარიანტებისგან თავი დავიცვათ და ინფექციის ახალ ტალღას თავი დავაღწიოთ, აუცილებელია ვაქცინაცია. ევროკავშირში საკმარისი დოზაა იმისთვის, რომ ზრდასრულების 70% აიცრას. მოდი, გავაკეთოთ ეს” – დაწერა მან საკუთარ “ტვიტერზე”.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობისათვის ევროკავშირში არ გამორიცხავენ ვაქცინის მესამე დოზის დამატების აუცილებლობას .

ევროპის წამლების სააგენტომ გაავრცელა, რომ აღნიშნული მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მესამე დამატებითი დოზა იქნება საჭირო, მაგრამ სხვადასხვა წყაროები ამ სცენარს არ გამორიცხავენ.
ამერიკის ფარმაცევტული კომპანია “ფაიზერი” მალე ევროპის წამლების სააგენტოს მიმართავს მესამე დოზის დაშვების თხოვნით, რაც, ფარმაკომპანიის თქმით, ათჯერ მეტად უზრუნველყოფს დაცვას, ვიდრე ორი დოზა ვაქცინა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე: ეს ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობაა – დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმსჯელა