ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას სპეციფიკურად ვაფასებ, მე მგონი უკრაინას ცოტა სხვა ისტორიული გზა ელოდება – არესტოვიჩი

მივესალმები ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ამ ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას სპეციფიკურად ვაფასებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.

„უკრაინაში ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერების ჩამოსვლა უდავოდ ჩვენს მხარდაჭერას ნიშნავს. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ რუსეთთან ჩვენს გარეშე არანაირი შეთანხმება არ მოხდება და კიევზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით არანაირი ზეწოლა არ განხორციელდება. უკრაინა თავად გადაწყვეტს როდის დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან და რა პირობებს დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. ასევე მნიშვნელოვანია და მე მივესალმები ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ამ ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას სპეციფიკურად ვაფასებ. ჩემი აზრით უკრაინას სხვა ისტორიული გზა ელოდება და არა ევროკავშირის შემადგენლობაში მისი მონაწილეობა“ – განაცხადა არესტოვიჩმა. ამასთანავე პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ ეს დიდი მორალური და პოლიტიკური გამარჯვებაა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ორი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
შემდეგი სტატიაზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა და ვიტალი კიმი დააჯილდოვა