ირლანდიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინაში მებრძოლი ყოფილი რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხი განიხილეს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ წევრ ქვეყნებს შორის ფართო მხარდაჭერა მოიპოვა.
ირლანდიაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან ერთად უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
“ევროკავშირის მთავარი დიპლომატის თქმით, მხარდაჭერილია ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შეიზღუდება როგორც ომში მონაწილე ყოფილი სამხედროების შესვლა ევროკავშირში, ისე რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის წესები”,_ განაცხადა კალასმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარტინ გიზემ აღნიშნა, რომ ვიზები მხოლოდ იმ რუსეთის მოქალაქეებზე უნდა გაიცეს, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ.
კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. როგორც გერმანიის წარმომადგენელმა განმარტა, კონკრეტული კრიტერიუმების წინასწარ დასახელებისგან თავის შეკავება იმითაა განპირობებული, რომ არავის მიეცეს ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა.
















