ევროკავშირში როუმინგი უფასო გახდება

549 ხმით 27-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა დადგენილებას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ქვეყნებში მოქალაქეები როუმინგის პირობებში დამატებით გადასახადებს აღარ გადაიხდიან.

გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის 15 ივნისიდან შევა, რითიც ტურისტებს საშუალება მიეცემათ, ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობისას, დარეკონ, იმესიჯონ და მობილური ინტერნეტი იმ ტარიფით გამოიყენონ, რა ტარიფითაც თავის ქვეყნებში სარგებლობენ.

ევროპარლამენტარების განცხადებით, რომლებმაც დადგენილებას მხარი დაუჭირეს, ეს უდიდესი გამარჯვებაა, მათივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც ევროპის გარშემო მოგზაურობენ, საშუალება მიეცემათ შეამოწმონ იმეილები, გამოიყენონ რუკები, ატვირთონ ფოტოები სოციალურ ქსელში, დარეკონ და იმესიჯონ ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე – ინფორმაციას “ევროპა და საქართველო” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა აშშ-ს ავიადარტყმები დადებითად შეაფასა
შემდეგი სტატიარუსეთის განცხადებით, აშშ-ს ავიადარტყმების შემდეგ ტერორისტებმა შეტევა დაიწყეს