ევროკავშირში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა

ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული მარშრუტია, ცათამბჯენ
Intempo-ს მშენებლობა დასრულდა.
ეს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლია ევროკავშირში, მისი სიმაღლე 187 მეტრია. ტყუპ შენობებს, ასევე ყველაზე სწრაფი ლიფტი აქვთ ესპანეთში – ის წამში 4,2 მეტრს გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ ლიფტს ბოლო სართულზე ასასვლელად 52 წამი სჭირდება.
კოშკები მაღოლა რომბისებრი ფორმით არიან დაკავშირებული. პენტჰაუსის ფასი 2 მილიონი ევროა, დანარჩენ 47 სართულზე კი ფასი 257 ათასი ევროდან იწყება.

256 ბინიდან 100 უკვე გაყიდულია, მათგან 60%-ის მფლობელი ესპანელია, დანარჩენი იყიდეს რუსებმა, სკანდინავიელებმა, გერმანელებმა და ბელგიელებმა.

შენობას 17 წელი აშენებდნენ. ამ ხნის მანძილზე მან რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა. ახლანდელი მფლობელი ფონდი SVPGlobal-ია.

banner
წინა სტატიაშისატელეფონო თვალთვალი – შესაძლებელია მაკრონის ტელეფონიც ისმინებოდა
შემდეგი სტატია“ამაზონის” დამფუძნებელი წარმატებით დაეშვა დედამიწაზე