ევროკავშირში ყველაზე ძვირი ფასები დანიაშია, რუმინეთსა და ბულგარეთში – ყველაზე იაფი

ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები ზოგ შემთხვევაში რადიკალურადაც განსხავდება. დანიაში 2020 წელს ყველაზე მაღალი ფასები დაფიქსირდა – ევროსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დანიის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 141%-ით მაღალი იყო, შემდეგ მოდიან ირლანდია და ლუქსემბურგი (136%), შვედეთი – 130% და ფინეთი 126%.
ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა რუმინეთში – 55%, ბულგარეთში – 56% და პოლონეთში – 58%.

2020 წელს ყველაზე ძვირიან ქვეყანაში რესტორნებსა და სასტუმროებში ფასები სამჯერ მაღალი იყო, ვიდრე ყველაზე იაფიან ქვეყნებში. ფასთა სხვაობა ღინიშნა, ასევე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე, საჭმელზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ტანსაცმელზე

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭოში განმარტავენ, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი: მოქმედი პარლამენტის მიერ მოსამართლეების არჩევა მათ სანდოობას ვერ შეჰმატებს