ევროკავშირში ყველაზე დიდი დათვის მოკვლაში ლიხტენშტეინის პრინცს სდებენ ბრალს

რუმინელი ეკოლოგები თვლიან, რომ ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახის წამრომადგენელმა ევროკავშირში ყველაზე დიდი დათვი არტური მოკლა. ეკოლოგიური ორგანიზაცია Agent Green-ის ინფორმაციით, პრინცმა ემანუელ ფონ უნდ ცუ ლიხტენშტეინმა მარტში, რუმინეთში სანადიროდ ყოფნის დროს დათვი არტური მოკლა, რომელიც 17 წლის იყო – “ბიბისი” წერს. გამოცემა თავად პრინცს, მცდელობის მიუხედავად, კომენტარზე ვერ დაუკავშირდა. პრინცის ოფისში კი განაცხადეს, რომ ინციდენტის დეტალები არ იციან, რადგანაც ეს “პირადი საქმეა”, თუმცა აღნიშნეს, რომ “ბუნების დაცვა ჩვენი ოჯახის მთავარი საზრუნავია”.
რუმინეთში გარეულ ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ადამიანებს ზიანს აყენებენ. არტურის მოკვლამდე რამენიმე თვით ადრე ერთმა ფერმერმა დაიჩივლა, რომ მას დათვის ბელი აზარალებდა. პრინც ემანუელს ოფიციალური ნებართვა მისცეს, რომ ბელი მოეკლა.
არტურის მოკვლას რუმინეთის გარემოს დაცვის სახელმწიფო სააგენტო იძიებს. არ გამორიცხავენ, ასევე, ბრაკონიერების ვერსიასაც.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება – მდინარაძე