ევროკავშირში გვეუბნებიან, თუ გინდა ჩემთან, ჰომოსექსუალისტი უნდა იყოო… ფუი ეშმაკს, რა ჯანდაბად მინდა – მეუფე სპირიდონი

​სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, ამბიონიდან მორიგი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა.

ის ფიქრობს, რომ ევროპელი პარტნიორები ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსგან “ჰომოსექსუალისტობას” ითხოვენ.

“ეხლა საქართველოს უდგას ძალიან დიდი გზაგასაყარი მომენტი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეშმაკის მხარე დავიჭიროთ თუ ღვთის. რას გვთავაზობს ეშმაკი, ხედავთ თქვენ? იცით თქვენ, რასაც გვთავაზობს. გვეუბნებიან, თუ გინდა ჩემთან მოხვიდეო, რაღაც ევროკავშირი ჰქვია თუ რაღაც ჯანდაბა, მაშინ უნდა იყო ჰომოსექსუალისტიო, უნდა გარყვნილი იყოო და ყველანაირ გარყვნილებას შენ ქვეყანაში უნდა მისცე მწვანეო. აი, ამას ამბობენ. გამოდიან იმათი ევროპარლამენტარები და… შევძრწუნდი რა. გამოდიან და იძახიან, საქართველოში ჰომოსექსუალისტობა არ არიო, ებრძვიან ჰომოსექსუალისტობასო და ამიტომ, ჩვენ მაგათ არ მივიღებთ ჩვენთანო. ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას, რა ჯანდაბად მინდა ეგეთი ჰომოსექსუალისტების და სატანისტების საკრებულო კაცო. ეს უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ჩვენს თავში, ვისთან ვართ, ღმერთთან თუ ეშმაკთან”, – თქვა სპირიდონმა.

banner
წინა სტატიაშიიმპერიალიზმით დაავადებული რუსეთი უნდა დავამარცხოთ – კულებას მიმართვა G7-ის ქვეყნებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები ცდილობენ, დააშინონ ქვეყნის მოსახლეობა რუსეთთან მოახლოებული ბირთვული ომით – ზახაროვა