ევროკავშირში, ესმით, რომ ის გზა, რაც აირჩია ივანიშვილმა, არ შეესაბამება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებს – გიორგი კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ “წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს ევროკავშირში, რომლებიც წლების განმავლობაში ხმალამოღებული იბრძოდნენ საქართველოს ინტერესებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შემოსაღებად, ესმით, რომ ის გზა, რა გზაც აირჩია ივანიშვილმა, არ შეესაბამება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებს”. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირისა და აშშ-ს ინტერესებშია, საქართველო განვითარდეს კატაკლიზმების გარეშე და და ჩამოყალიბდეს დემოკრატოიული საზოგადოება, რომელიც გაწევრიანდება ცივილური სამყაროს ინსტიტუტებში, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო.

banner
წინა სტატიაშიზაჰესში N50 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარჩევნებზე ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” 12 პარტია კოალიციის სახით იქნება წარმოდგენილი