ევროკავშირში ბელარუსის ელჩი ბრიუსელში დაიბარეს

ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ, უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის თხოვნით, ევროკავშირში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი, ალექსანდრ მიხნევიჩი დაიბარა.

სტეფანო სანინომ დაგმო ბელარუსის ხელისუფლების მიუღებელი ქმედება, რომელმაც მინსკში იძულებით დასვა სამოქალაქო თვითმფრინავი და დააკავა დამოუკიდებელი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი.

ელჩს ეცნობა ევროკავშირის სტრუქტურებისა და წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება ბელარუსის ხელისუფლების ქმედების მტკიცე დაგმობის თაობაზე, რამაც ზიანი მიაყენა თვითმფრინავის მგზავრთა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას.

გენერალურმა მდივანმა, ელჩს გააცნო ევროკავშირის პოზიცია, რომ ბელარუსის ხელისუფლების აღმაშფოთებელი ქმედებები კიდევ ერთი აშკარა მცდელობაა, ქვეყანაში ჩაახშოს ყველა ოპოზიციური ხმა და მოითხოვა პროტასევიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

მომხდარი ინციდენტი განხილულ იქნება ევროპული საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, მათ შორის პასუხისმგებელი პირებისთვის ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიალიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ბელარუსი დატოვონ