ევროკავშირში ავსტრიის თავმჯდომარეობისას პრიორიტეტი მიგრაციის საკითხები იქნება

ავსტრია, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში მიგრაციის პრობლემებს და გაერთიანების შიდა საზღვრების დაცვის საკითხებს დასვამს. “ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მთავარია, ევროკავშირმა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩულება შეძლოს” – ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა ბრიუსელში 6 ივნისს განაცხადა. მისი თქმით, ვენა მზად არის უამრავი წინადადება წარმოადგინოს, რომელსაც მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.
კერძოდ, აუცილებელია, იმაზე ადრე, ვიდრე იგეგმებოდა, ფინანსური და საკადრო ცვლილებები ევროპის სასაზღვრო სამსახურში Frontex, გარდა ამისა, კურცის თქმით, ზღვებში და სხვა ადგილებში გადარჩენილი მიგრანტები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ სპეციალურ ცენტრებში უნდა განათავსონ. “ისინი მიიღებენ დაცვას, და არა საუკეთესო ცხოვრებას ავსტრიაში, გერმანიაში ან შვედეთში” – განმარტა ავსტრიის კანცლერმა.
ავსტრია როტაციით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდოამრე ხდება 1 ივლისიდან და ის ბულგარეთს შეცვლის – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა G8 ფორმატში რუსეთის დაბრუნება გამორიცხა
შემდეგი სტატიაევროკავშირში 3 მილიარდი ევროს თაღლითობა გამოვლინდა