5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ევროკავშირში აშშ-ს მოუწოდებენ, რუსული ნავთობის ფასზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა ძალაში დატოვოს

ევროკავშირი აშშ-ს მოუწოდებს, რუსული ნავთობის ფასზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა ძალაში დატოვოს.

როგორც ევროკომიაში აცხადებენ, „ძალიან მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს დაცული „დიდი შვიდეულის“ საფასო შეზღუდვა და პოტენციურად მოხდეს საზღვაო გადაზიდვების სრულ შეზღუდვაზე გადასვლა, რათა შეიზღუდოს რუსეთის სამხედრო შემოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მარცხი“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაამყარებს რუსეთის ომის წარმოების უნაᲠს, ძირს გამოუთხრის უკრაინას, უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ასევე იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც აშშ და ისრაელი ირანში ცდილობენ. როგორც ვიცით, რუსეთი ასევე მხარს უჭერს ირანის სამხედრო ძალისხმევას“, – განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკიმ.

banner
წინა სტატიაშიახალი კანონით “ოცნება” შეგნებულად არღვევს EU-სთან ვალდებულებებს – ვაიმარის სამკუთხედი
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო: საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა