ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს თაღლითობა გამოვლინდა

ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წელს 3 მილიარდი ევროს საბიუჯეტო სახსრების თაღლითობის ფაქტი გამოავლინეს – ამაზეა საუბარი სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც თაღლითობასთან ბრძოლის უწყებამ გამოაქვეყნა. მოხსენების თანახმად, ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე 2016 წელს – 631 მილიონი ევრო. ასეთი ზრდა გამოიწვია იმან, რომ უწყებამ ცალკეული გამოძიებები დაიწყო საბაჟო სფეროში.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თაღლითობის ფაქტები ხდებოდა უნგრეთში, რუმინეთში, იტალიაში, გერმანიაში, მაგრამ ყველაზე მსხვილი მათგან 2,3 მილიარდი ევროს თაღლითობა დიდი ბრიტანეთის საბაჟო სფეროში მოხდა. როგორც მოხსენებაში წერია, იმპორტირებული ჩინური ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ფასს სისტემატურად დაბლა წევდნენ, რომ საბაჟო გადასახადებზე ეკონომია გაეწიათ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში ავსტრიის თავმჯდომარეობისას პრიორიტეტი მიგრაციის საკითხები იქნება
შემდეგი სტატიასაქართველომ მშვიდობისმოყვარული ქვეყნების რეიტინგში 102-ე ადგილი დაიკავა