ევროკავშირში 2021 წლიდან პლასტმასის ერთჯერად ნივთებს აკრძალავენ

ევროპარლამენტმა დღეს მიიღო კანონი, რომელიც პლასტიკური ნარჩენების შემცირებას ემსახურება. ის ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროპის საბჭო დაადასტურებს. რადგანაც ევროპარალმენტმა და ევროკავშირის ქვეყნებმა გასულ წელს კანონპროექტის დეტალები შეათანხმეს, სავარაუდოდ, მისი განხილვა არ გაიწელება.

კანონის თანახმად, 2021 წლიდან ევროკავშირში აიკრძალება პლასტმასის ჭურჭელი, ბამბის კოსმეტიკური ჯოხები, წვენის საწრუპები, და სხვა, რომლის სხვა მასალისგან დამზადება შესაძლებელია. 2024 წლიდან პლასტმასის ბოთლებს მხოლოდ მათზე მიმაგრებული თავსახურით გაყიდიან.
ისეთი ნივთები, როგორიც არის პლასტმასის ჭიქები, ან საკვები პროდუქტის შესაფუთი მასალა, შეიზღუდება – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშინატო-ს მინისტერიალზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო უკრაინაში რუსეთს მოუწოდებს ყირიმელი თათრების არაკანონიერი დაპატიმრებები შეწყიტოს