ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეათნხმება დევნილებმა გააპროტესტეს

ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეათნხმების ძალაში შესვლა ევროპაში მყოფმა დევნილებმა გააპროტესტეს. ეთნიკურმა ქურთებმა ჰანოვერის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ისინი თურქეთის ხელისუფლებას ქურთების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და ევროპელ ლიდერებს ანკარასთან დათმობებზე წასვლის გამო აკრიტიკებენ. აქციის მონაწილეებმა ქურთების მშრომელთა პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის ციხიდან გათავისუფლებაც მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციულ კრიზისზე მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა. დოკუმენტი, რომელსაც 18 მარტს მოეწერა ხელი, თურქეთში ევროპიდან არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას ითვალისწინებს. საპასუხოდ ევროკავშირი მიიღებს თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ მიგრანტებს, თუმცა ეს მხოლოდ სირიის მოქალაქეებს შეეხება.
როგორც “ბი-ბი-სი” იტყობინება, შეთანხმების შესრულების მიზნით უახლოეს პერიოდში საბერძნეთში 2 300 თარჯიმანი და მიგრაციის საკითხების სპეციალისტი ჩავა.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: “ეს ჯოჯოხეთია!”