ევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ ძლიერი ურთიერთობა – ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ ძლიერი ურთიერთობა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ხუთი თვე გავიდა, რაც ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა და დღევანდელი ანგარიში აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებულ მდგრად სამუშაოს.

„ევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ ძლიერი ურთიერთობა. ჩვენ თანამოაზრე პარტნიორები ვართ, ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ასევე საერთაშორიო არენაზე. მხოლოდ ხუთი თვე გავიდა რაც ჩვენი ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა ივლისში და დღევანდელი ანგარიში აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებულ მდგრად სამუშაოს. ჯერ კიდევ საჭიროა ზოგიერთი მნიშვნელოვანი კანონის დამტკიცება და დამატებითი ზომების მიღება. რეფორმების განხორციელება ყოველთვის მარტივი არ არის და მოითხოვს სიმტკიცეს და ლიდერობას, თუმცა ამას მოაქვს უთვალავი ახალი შესაძლებლობა ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა მოგერინიმ.

ფედერიკა მოგერინის განცხადება და ანგარიში ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტს 12 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
შემდეგი სტატიასიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლი აშენდება