ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება

ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს და ლიეტუვას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი საქართველოში და ქართველი ხალხისადმი, დამოუკიდებლობის დღის ქართულ ენაზე მილოცვა და აღნიშნა, რომ ეს არის სიმბოლო პატივისცემისა და მეგობრობისა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს დღეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმ გზის გავლა უწევს, რომელიც უკვე გაიარა ლიეტუვამ, ამ გზაზე ლიეტუვა საქართველოს წინ მიდის, ეს გზა საქართველოსათვის სამაგალითო გზაა, გზა ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

მისივე თქმით, საქართველოს ლიეტუვის მეგობრობა და მხარში დგომა სჭირდება, – „მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში“, – ამ მიმართულებით მოძრაობს საქართველო, რაც ნიშნავს საქართველოს ევროკავშირის პროგრამებში მაქსიმალურ ჩართულობას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ იცის, რომ ნატო-სთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, თუმცა საქართველოს სრული მზადყოფნა აქვს, სამხედრო, თუ რეფორმების კუთხით, საქართველო გადასულია გადამწყვეტ ეტაპებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საუბრისას, ვიზიტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის განუხრელი მხარდაჭერისთვის, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში სანქციების თაობაზე, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

banner
წინა სტატიაშილიეტუვა და საქართველო გადაჯაჭვული არიან თავისუფლების ძლიერი სიყვარულით და საერთო გამოწვევებით
შემდეგი სტატიასაპატრიარქო უზენაეს სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართავს