7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“ევროკავშირს სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის” – კოსი

10 ოქტომბერს კახეთში, კისისხევში ევროპის დღე აღინიშნება.

ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„მუსიკალურ ნაწარმოებს შეუძლია ერის ისტორია გვიამბოს. ჩემთვის სწორედ ესაა ქართული მრავალხმიანი სიმღერა. სხვადასხვა ხმები, თითოეული უნიკალური, ერთიანდება მშვენიერი ჰარმონიის შესაქმნელად. ევროპასაც სწორედ ასე ვხედავ. საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს. საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს.

ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ მიხარია, რომ ევროპის დღე განაგრძობს მოგზაურობას საქართველოს გარშემო და 10 ოქტომბერს კახეთს ეწვევა.

ევროკავშირი მხოლოდ გეოგრაფიით არ განისაზღვრება. მას განსაზღვრავენ ადამიანები, განსხვავებული ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ღირებულებებს და ესმით, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ის [ევროკავშირი] არის იმედი. ევროპის დღე კახეთში გააერთიანებს საზოგადოებას, წარმოაჩენს იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს და შეგვახსენებს, რომ საქართველოს მომავალს მისი ხალხი ქმნის. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ ამ დღით და იზეიმებთ ყველაფერს, რაც საქართველოსა და ევროკავშირს აკავშირებს“, — ამბობს კოსი ვიდეომიმართვაში.

banner
წინა სტატიაში“ცრუობს პენიტენციური სამსახური”- ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია