იანოშ ჰერმანი: ევროკავშირს გააჩნია ნულოვანი ტონელარნტობა სექსუალური ძალადობის მიმართ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი შეახსენებს, იმ ქვეყნებს, რომლებიც სამხედრო ძალებს ევროკავშირის სამშვიდობო ოპრაციებში აგზავნიან, რომ მორალური სტანდარტები დაცული უნდა იყოს.

როგორც ჰერმანმა ცენტრალურ აფრიკაში, სამხედრო მოსამსახურეების მიერ შესაძლო გაუპატიურების ფაქტების კომენტირებისას განაცხადა, ევროკავშირი აღნიშნულ პროცესებს სერიოზულად აკვირდება.

ჰერმანის თქმით, ევროკავშირი ასევე ყურადღებით ეცნობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის განცხადებებსაც.

“პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. გარდა ამისა, ევროკავშირს გააჩნია უმაღლესი მორალური სტანდარტები და ნულოვანი ტონელარნტობა სექსუალური ძალადობისა და ნებისმიერი ტიპის დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, საკუთარი მისიებისა და ოპერაციების ფარგლებში. ამიტომ ამ ბრალდებების სრულყოფილად გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა შევახსენოთ ყველა ქვეყანას, რომელიც აგზავნის სამხედრო ძალებს ევროკავშირის ოპერაციებში, ბუნებრივია, მორალური სტანდარტები დაცული უნდა იყოს. ჩვენ ასევე ყურადღებით ვეკიდებით ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის განცხადებასაც”, – განაცხადა ჰერმანმა.

ცნობისთვის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნებზე უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო შეშფოთება გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა გამოთქვა. რამდენიმე არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მოძალადეებს შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიმძღოლების მორიგი აქცია ზუგდიდში – დაკავებულია აქციის 10 მონაწილე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: სიების შედგენაში, მგონი, მიიღებს ბიძინა ივანშვილი მონაწილეობას, მაგრამ არა ისე, როგორც 2012 წელს