ევროკავშირმა უნდა შექმნას „მინი-შენგენი“მიგრანტების პრობლემების გადასაწყვეტად

ევროკავშირმა უნდა შექმნას „მინი-შენგენი“მიგრანტების პრობლემების გადასაწყვეტად

Application for Schengen visaშენგენის ხელშეკრულების რეფორმის მხარდაჭერის მიზნით,ევროჯგუფის თავმჯდომარემ, იერუნ დეისელბლუმმა გამოთქვა აზრი, შეიქმნას თავისუფალი გადაადგილების „მცირე“ ზონა და უფრო მკაცრად გაკონტროლდეს გარე საზღვრები (Reuters).
მისი აზრით, „მინი-შენგენში“ შეიძლება შევიდეს ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ მიგრანტებს ღებულობენ: ავსტრია, გერმანია, ბელგია და შვედეთი.
დეისელბლუმმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროექტის ძირითადი მიზანია შენგენის ზონის შენარჩუნება, ვინაიდან მიგრანტების ნაკადი საგრთხეს უქმნის ამ ზონაში შემავალი ქვეყნების კეთილდღეობას.
„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ევროკავშირის მთლიანობა, აუცილებელია გარე საზღვრების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანების ნაკადი გაანადგურებს არსებულ სისტემას. ზუსტად ეს ხდება დღეს ნიდერლანდებში“ – განმარტა მან.
დეისელბლუმმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს მიგრანტების გადანაწილებას და უარს ამბობს მათ მიღებაზე, რაც, მისი აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ქვეყნების სოლიდარობას. ამიტომ აუცილებელია საზღვრებზე კონტროლის გაზრდა და გამკაცრება ერთიანი ძალისხმევით და ამავე დროს, დევნილების ბანაკების უზრუნველყოფა და მხარდაჭერა თურქეთში და ლივიაში.
ამას წინათ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მიგრაციული პრობლემების გადასაწყვეტად, ევროკავშირის ძირითად ხელშეკრულებებში საჭიროა ცვლილებების შეტანა.

banner
წინა სტატიაშიწითელი ჯვარი სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ გაფრთხილებას აკეთებს
შემდეგი სტატიასეპარატიზმის პროპაგანდისთვის უკრაინელები მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვენ