ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, რათა შეასრულოს დაპირება დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციაზე – შოლცი

ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან, რათა საბოლოოდ შეასრულოს დაპირება დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის თაობაზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას განაცხადა.

სკოპიეში გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვანი გახადა ევროპის ერთად დგომა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი დინამიკის შემოტანა. მე მხარს დავუჭერ, რომ შემდეგი ნაბიჯები განხორციელდეს“, – განაცხადა შოლცმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიდანგრეულ საწყობებში 300 ათას ტონამდე მარცვლეული განადგურდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული გიორგი გრიგოლია აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს