ევროკავშირმა უკრაინიდან ექსპორტზე ყველა გადასახადი გააუქმა

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ვაჭრობის და უკრაინული საქონლის მიმართ დროებით ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ეს ნიშნავს, იმას რომ ევროკავშირში უკრაინის ყველა ექსპორტზე გადასახადი ერთი წლის განმავლობაში უქმდება. ამ ზომების წყალობით ევროკავშირი შეძლებს მნიშვნელოვნად დაეხმაროს უკრაინის ეკონომიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში დამანგრეველი გავლენა მოახდინა წარმოების სიმძლავრეზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე… ასევე შექმნა პრობლემა მარცვლეულის ექსპორტზე და ფართო სავაჭრო შესაძლებლობებზე დანარჩენ მსოფლიოსთან.

დღევანდელი გადაწყვეტილება ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მჯდომ ოპოზიციას „ოცნება“ მაშველ რგოლად იყენებს, მეგობრებო გამოდით პარლამენტიდან! – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიადანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს