11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ჩართული პირები და ორგანიზაციები დაასანქცირა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დააწესოს შეზღუდვითი ღონისძიებები დამატებით 10 ფიზიკური და 17 იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციების პაკეტი მიზანში იღებს მათ, ვინც ორგანიზებას უწევს უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანასა და დეპორტაციას რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ მილიტარიზებულ სწავლებასა და რუსულ იდენტობაში იძულებით ასიმილაციას.

როგორც ცნობილია, სიაში შეყვანილ ყველა პირსა და ორგანიზაციას გაეყინება აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე, ხოლო ფიზიკურ პირებს დამატებით არეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა ან ტრანზიტით გადაადგილება. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეზღუდებათ მათთან ნებისმიერი ფინანსური ურთიერთობა.

banner
წინა სტატიაში„მის პირიდან ამოსულ ბგერებს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც სოფლის უბორნიიდან ამოსულ ხმას“ – გიორგი ჩალაძე გია ვოლსკის პასუხობს
შემდეგი სტატიავინ დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონული სამმართველოების უფროსებად — საკადრო ცვლილებების დეტალები