“დღეს ევროკავშირმა და უკრაინამ გაწევრიანების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და გახსნეს მოლაპარაკებები ე.წ. „საგარეო ურთიერთობების“ მეექვსე კლასტერზე. ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს ძირითადი თემატური ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პარამეტრებს იმისა, თუ როგორ უნდა შეუსაბამონ კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირისას.
თავი 31 – საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა: ეს თავი მოიცავს ევროკავშირის ერთიან საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან, პოლიტიკურ დეკლარაციებთან, სანქციებსა და შეზღუდვით ზომებთან შესაბამისობას”,_ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.















