ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის სახით, დამატებით 5 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდი ევრო გამოუყო.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას.

„ჩვენ ეს შევძელით. ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის კიდევ 5 მილიარდი ევროთი. გზავნილი ნათელია: ჩვენ მთელი ძალით დავუჭერთ მხარს უკრაინას, რათა გაიმარჯვოს“, – წერს ბორელი.

banner
წინა სტატიაშისამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა
შემდეგი სტატია„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს