19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ევროკავშირმა უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო ფინანსური საჭიროებების დასაფარად და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, იმ პირობებში, როდესაც უკრაინა რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დაცვას განაგრძობს.

“თანხის ეს გამოყოფა მოჰყვა უკრაინის მიერ რეფორმების წარმატებით განხორციელებას რამდენიმე სტრატეგიულ სექტორში, მათ შორის: მართლმსაჯულების, ფინანსური ბაზრების, ადამიანური კაპიტალის, ბიზნესგარემოს, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და მწვანე ტრანზიციის მიმართულებით”, – აღნიშნულია ევროკომისიის გავრცელებულ პრესრელიზში.

ევროკომისია განმარტავს, რომ მიმდინარე დარჩენილი პერიოდისთვის უკრაინისთვის ხელმისაწვდომია კიდევ 33.7 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა: „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ (Ukraine Support Loan) ფარგლებში გასაცემი რჩება 29.3 მილიარდი ევრო, საიდანაც 16.6 მილიარდი თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერებას, ხოლო 12.7 მილიარდი -საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება. ამასთან, მიმდინარე წლისთვის Ukraine Facility-ის პაკეტის ფარგლებში კვლავ ხელმისაწვდომია 4.4 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე: „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-14 წელს განათლების სისტემა სისტემურ კრახს განიცდის
შემდეგი სტატიასოფო ხორგუანი: მოვითხოვთ პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე სასწრაფო გამოძიებას