ევროკავშირი ნეპალს მასშტაბური წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით 2 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.
ევროკავშირის ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება ქვეყანაში საკვების, ჯანდაცვის, სუფთა წყლისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება.
ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ევროკავშირმა გაააქტიურა Copernicus-ის სატელიტური სერვისი. აღნიშნული სისტემა გამოიყენება სტიქიის ზონის ზუსტი რუკის დასადგენად და სამაშველო ოპერაციების დროს დაკარგული ადამიანების საპოვნელად.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ნეპალში მომხდარ წყალდიდობასა და მეწყრულ პროცესებს სულ მცირე 540 ადამიანი ემსხვერპლა. 1 500-ზე მეტი მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, რის გამოც სამაშველო ღონისძიებები საგანგებო რეჟიმში გრძელდება.















