ევროკავშირმა თინა კანდელაკსა და რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობაში ჩართულ სხვა პირებს სანქციები გაუხანგრძლივა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სანქციები 2027 წლის 9 ოქტომბრამდე იქნება ძალაში.
კანდელაკი სანქცირებულთა სიაში 2024 წლის 16 დეკემბერს შეიყვანეს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, კანდელაკი საკუთარ გავლენასა და ცნობადობას რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებდა.















