ევროკავშირმა სავიზო სისტემაში ცვლილებები შეიტანა

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სავიზო სისტემაში, რომელიც შენგენის ზონაში უსაფრთხოების გასაძლიერებისკენ არის მიმართული, ცვლილებები შეიტანა მოკლევადიანი ვიზიტისა და ცხოვრების უფლების კონტროლის გაძლიერების ხარჯზე.
“მიგრაციის ცვალებადი პრობლემებისა და უსაფრთხოების გამო ევროკავშირი სავიზო საინფორმაციო სისტემას (VIS) უფრო სრულყოფილს გახდის” – დოკუმენტშია ნათქვამი.

ახალი წესების თანახმად, VIS-ი არა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზების შესახებ შეაგროვებს ინფორმაციას, როგორც ადრე, არამედ, გრძელვადიანი ვიზებისა და ცხოვრების უფლებების შესახებაც, რადგანაც, ამ დოკუმენტებითაც, ასევე, შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილებაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, სისტემაში მოთავსდება სამგზავრო დოკუმენტის ასლები და მისი მფლობელის ბიოგრაფიული მონაცემები.

ვიზის ან ცხოვრების უფლების გაცემამდე ახალი წესებით შესაძლებელი გახდება განმცხადებლის ბიოგრაფიული მონაცემების გაფართოვებული მოძიება. VIS-ი ავტომატურად ჩაუშვებს მოთხოვნებს უსაფრთხოებისა და მიგრაციის მონაცემთა ბაზებში, ნებისმიერი დამთხვევა ინდივიდუალურად შემოწმდება და კომპეტენტური ორგანოები შეისწავლიან მას.

ახალი წესები ევროპის პარლმენტმა უნდა დაამტკიცოს.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი – არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსეთთან ესკალაციას არ გამორიცხავს იმის გამო, რომ მოსკოვი ევროპულ ავიარეისებს არ იღებს