საქართველოს მთავრობა – ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერთიფიკატი აღიარა

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერთიფიკატი აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს.

ამასთან, დღეს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომ დღეს მიიღებდნენ გადაწყვეტილებას კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთისთვის, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობა უფრო მარტივი იქნება.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოებას დაესწრო
შემდეგი სტატია“ოცნების” ოფისთან პოლიციის კორდონი ჩააყენეს