ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი “ასოცირების განხორციელების ანგარიში” 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდს ასახავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიაში აღიარებულია საქართველოს როლი რეგიონში როგორც სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოსი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გააძლიერა და აჩვენებს ღრმა ორმხრივ ვალდებულებას, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებია და ფუნდამენტური თავისუფლებების, კარგი მმართველობის, საბაზრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სფეროებში. ამასთან, შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს განახორციელოს ამბიციური რეფომები ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკის აღდგენა და ზრდა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სოციალური განვითარება

“ევროკავშირის ინტენსიური მხარდაჭერით, საქართველომ უკვე განახორიელა რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. მოხდა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციასთან დაკავშირებთ ყოვლისმომცველი კანონმდებლობა იქნა მიღებული. არსებული კანონმდებლობის განხორციელება და კონსოლიდაცია გააძლიერებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და უზრუნველყოფს უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას საქართელოს ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოკავშირეს უსაფრთხოების ხელშეწყობის სფეროში“. წარმატებული თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტერორიზმისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობა.

დოკუმენტში ევროკავშირი ცალსახად უსვამს ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კარგად ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. თუმცა კამპანიის მშვიდ და ღია ატმოსფეროზე ზეგავლენა მოახდინა უკანონო აგიტაციის, გამჭვირვალობის ნაკლებობისა და ეფექტური რეაგირების შესხებ ბრალდებებმა, ასევე ძალადობრივმა ინციდენტებმა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტი არ იყო მიღებული.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საკანონმდბელო ჩარჩო უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას. მედიაგარემო არის დინამიური და პლურალისტური, ამავე დროს პოლარიზებული. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებულმა გახმაურებულმა სასამართლო საქმემ პოტენციურ პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დავა წარმოშვა.

ევროკავშირი დადებითად აფასებს სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმები, რაც ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმს, ანგარიშვალდეულებასა და ეფექტიანობას. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსამართლეობისა და სასამართლოს ადმინიტრატორების კანდიდატების შერჩევისას გამჭვირვალობა სრულად უზრუნველყოფილი არ არის. ამასთან, საჭიროა დისციპლინარული პროცედურების გაძლიერება. ევროკავშირი მოსამართლეებისთვის სამწლიან გამოსაცდელ ვადას სადავოდ მიიჩნევს. რაც შეეხება პროკურატურას, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ საჭიროა რეაგირება პროკურორების დანიშვნის პროცედურის, ასევე დისციპლინარული პროცედურის გამჭვირვალობასთან და ეთიკურ სტანდარტებთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან დარღვევებს გამოიძიებს.

ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, გაატაროს საჯარო მმართველობის რეფორმა და აღნიშნავს ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის, საგადასახადო სფეროს, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმის, ტრანსპორტის დარგებში; ხაზგასმულია საქართველოს მიერ ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებაზე მიერთების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის ფაქტი; უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

banner
წინა სტატიაში200 მილიონით ჯანდაცვის, 150 მილიონით კი განათლების დაფინანსება გაიზრდება – პრემიერი
შემდეგი სტატიალარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა