ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა

ევროკავშირმა საქართველო COVID-19-ისგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა.

საქართველო ისევ უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან:

საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაკონტროლებლად, იყო დროული.

ევროპის არცერთ ქვეყანას არ გაუცია ნეგატიური რეკომენდაცია პანდემიის პირობებში საქართველოსთან მიმართებაში.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ევროპის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, არის იგივე ან უკეთესი – შემთხვევების საერთო რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

ქვეყანამ უზრუნველყო მოქალაქეების სოციალური დისტანციის დაცვა და გადადგა ქმედითი ნაბიჯები პანდემიის პირობებში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

საქართველოს აეროპორტები, სადაც აღდგება ფრენები, აკმაყოფილებენ ICAO სტანდარტებს – რომელიც წარმოადგენს გაეროს (UN) მიერ განსაზღვრულ საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებას და ასევე, უსაფრთხო მოგზაურობის საერთაშორისო სტანდარტებს.

ის აეროპორტები, რომლებიც მიიღებენ/გაამგზავრებენ მოგზაურებს, არის ევროპის უსაფრთხო ავიაციის (European Union Aviation Safety EASA) სიაში – რომელიც მსოფლიო პანდემიის დროს, სხვა მანამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია COVID-19-ის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა