ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაუჭირა მხარი და შესაბამისად, ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 მუხლი აამოქმედა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, საფრანგეთის ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღეს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად ოფიციალური თხოვნით მიმართა.
ევროკავშირის შესახებ შეთანხმების(მაასტრიხტის ხელშეკრულბება) 42.7 მუხლის თანახმად, “თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, შესაბამისი დახმარება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ”.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ვხედავთ, რომ რეალურად ურთმელიძის განჩინება იწერება სხვა კაბინეტში
შემდეგი სტატია“ტერორიზმი წარმოადგენს საფრთხეს, ნებისმიერი საზოგადოებისთვის,“ – ბრიტანეთის ელჩი