17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტი აკრძალა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ახალი წესები, ასევე, მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.

რეგულაციის თანახმად, რუსული გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში იმპორტი კანონის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ აიკრძალება. თუმცა, წევრი სახელმწიფოების არსებული კონტრაქტებისთვის გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს.ეს ეტაპობრივი მიდგომა შეზღუდავს ზემოქმედებას ფასებსა და ბაზრებზე. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტის – 2027 წლის შემოდგომიდან.

დოკუმენტის თანახმად, ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მაქსიმალური ჯარიმები, მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, კომპანიის მსოფლიო წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5% ან ტრანზაქციის სავარაუდო ბრუნვის 300%.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს, არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველო აბუჩად მოიხსენიოს
შემდეგი სტატიაირანის მუქარა აშშ-ს: “ირანი ნებისმიერ თავდასხმას ისეთს პასუხს გასცემს, რომ ინანებთ”