ევროკავშირმა რუსულ ნავთობს ემბარგო, შესაძლოა, საფრანგეთის არჩევნების შემდგომ დაუწესოს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობმა ისვე დაიკლო

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების გეგმას ამზადებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, საფრანგეთის არჩევნების შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას The New York Times-ს ავრცელებს.

ევროკავშირი ქვანახშირის მსგავსად ნავთობზეც ნაწილობრივ ემბარგოს დააწესებს. EU-ს წარმომადგენლებისა და დიპლომატების თქმით, ეს გრძელვადიანი პროცესია, რაც გერმანიას ალტერნატიული მომწოდებლების მოძებნისთვის დროს მისცემს.

ამასთან ერთად, 14 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებმა მისი ქვეყნის სასიცოცხლო ენერგეტიკულ სექტორს ზიანი მიაყენა.

ემბარგოს დაწესება საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურის, 24 აპრილის, შემდგომ განიხილება, რადგან გაზრდილი ფასების გამო, ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის მხარდაჭერთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშიხომ არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ჭორბიურო, ჭორიკნების ერთობლიობაა „ქართული ოცნება“ – ვაშაძე გია ვოლსკის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაბალტიის ზღვაში NATO-ს წვრთნების დროს მათი გემები მიზანში გვექნება ამოღებული – რუსი ადმირალი